“ოცნებამ” კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო, პარლამენტთან ხალხი იკრიბება

0
177

ხუთშაბათს დაანონსებული განხილვის ნაცვლად, “ქართულმა ოცნებამ” ე.წ. რუსული კანონის დაჩქარებული წესით განხილვა დღეს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტთან შეგროვილი ხალხი დაიშალა. 

ოპოზიცია აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ “პროცედურული თაღლითობა” ჩაატარა და მოქალაქეებს პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდებს. ამ წუთებში დედაქალაქის მტავარ გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. პარლამენტთან მობილიზებული არიან ძალოვნებიც. 

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, “ქართული ოცნება” ცდილობს, რომ რუსული კანონი ჩუმ და მშვიდ ვითარებაში დაამტკიცოს.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსული კანონის დღეს, 7 მარტს, ბიუროზე იყო გატანილი. როგორც იქ გადაწყდა, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა ხუთშაბათს, 9 მარტს, იგეგმებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტთან პროტესტის მონაწილეები ხუთშაბათამდე დაიშალნენ, “ოცნებამ” კანონპროექტი პირველი მოსმენით სესიაზე გაიტანა.

 

წინა სტატიახმაური და ფიზიკური შეხლა-შემოხლა საკრებულოს სხდომაზე
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატები მოუწოდებენ პარლამენტს, შეწყვიტოს კანონპროექტის განხილვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური