ოკუპანტების მიერ “დიდება უკრაინას!” შეძახილის გამო დახვრეტილი მებრძოლი დამ ამოიცნო

0
237
სიტუაციას იმ უკრაინელი გმირის ვინაობის დასადგენად, რომელიც ოკუპანტებმა უკრაინის სადიდებელი შეძახილის გამო დაცხრილეს, თანდათან ნათელი ეფინება.
“Суспільне”-სა და BBC News-ის ჟურნალისტი წერს, რომ ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის დამ ვიდეოში ძმა ამოიცნო.
ჟურნალისტი წერს, რომ იპოვა ქალი, რომელიც გმირულად დაღუპული სამხედრო ტყვის დაა, მაგრამ ჯერჯერობით, მის ვინაობას არ ასახელებს.
შეგახსენებთ, ოკუპანტებმა დახვრიტეს უკრაინელი ტყვე მას შემდეგ, რაც მან შევრონის მოხსნის საპასუხოდ შესძახა: “დიდება უკრაინას!” – მას მთელი მჭიდი დაახალეს და მას შემდეგაც ესროდნენ, რაც მიწაზე დაეცა.
ვიდეო მონტაჟისა და ბლარის გარეშე(მკაცრად +21!!!) შეგიძლიათ ნახოთ “ოდიშინიუსის” ტელეგრამ-არხზე, ამ ბმულზე
წინა სტატიაკადიროვის თითზე უცნაური სამედიცინო მოწყობილობა აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაარა რუსულ კანონს! – პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური