მთავარისიახლეებიმსოფლიოკრემლის მთავარი პროპაგანდისტი კინაღამ უგლედართან მოკლეს

კრემლის მთავარი პროპაგანდისტი კინაღამ უგლედართან მოკლეს

Published on

კრემლის მთავარმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა განაცხადა, რომ უგლედართან, საარტილერიო ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა გადამღებ ჯგუფთან ერთად და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. 

რუსული ტელეგრამ-არხები კი წერენ, რომ ჯგუფი სოლოვიოვის მეთაურობით ცეცხლის ხაზზე პირდაპირ გენერალმა გერასიმოვმა გაუშვა. 

თავად პროპაგანდისტი წერს, რომ ის უგლედარში რუსეთის საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადასთან ერთად იმყოფებოდა, რის შესახებაც, მისი თქმით, ინფორმაციამ გაჟონა. 

“ამის შემდეგ ჩვენზე ნადირობა დაიწყო, სასწაულით გადავრჩით”, – წერს სოლოვიოვი. 

თუმცა აქ ისიც უნდა დავამატოთ, რომ “სოლოვიოვზე ნადირობის”, ანუ ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოხვედრის დამამტკიცებელი ვიდეოკადრები, სოლოვიოვს რატომღაც, არ აღმოაჩნდა. 

სიახლეები

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ...

Freedom House: საქართველომ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა

ისუფალი“ ქვეყნის სტატუსი კი პირველად 2012 წელს მიიღო და 2025 წლის ჩათვლით ინარჩუნებდა. Freedom House-ის...

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს — მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან...