პარლამენტმა უნდა გააუქმოს რუსული სტილის კანონპროექტი, საქართველო ევროპაა – ევროპარლამენტარი

0
194

ევროპარლამენტის წევრი, ტეის როიტენი სქართველოს მთავრობას მოუწოდებს გააუქმოს უცხოელი აგენტების შესახებ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი რუსული სტილის კანონპროექტი.

როიტენი ამბობს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღებით, საქართველოს მთავრობა დიდი რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

„საქართველოს ხელმძღვანელობა დიდი რისკის ქვეშ აყენებს ევროპულ მომავალს, რომელსაც მისი ხალხი ითხოვს. არჩევანი მარტივია. პარლამენტმა უნდა გააუქმოს რუსული სტილის კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ და, სანაცვლოდ, სერიოზულ პროგრესს მიაღწიოს ევროკავშირის კანდიდატობისკენ. საქართველო ევროპაა“, – წერს ევროპარლამენტარი.

წინა სტატია“საქართველო დასავლეთს დაშორდა” – ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ანგარიში
შემდეგი სტატიაიტალიაში ქართველი ძებნილი დააკავეს, რომელიც ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ჩავიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური