“ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის” წევრებს დღეს ადვოკატები და იურისტები შეუერთდებიან

0
208

“ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის” წევრებს დღეს ადვოკატები და იურისტები შეუერთდებიან. უფლებადამცველები უზენაესი სასამართლოდან საჯარო მიმართვით გამოხატავენ საკუთარ პოზიციას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით.

მოძრაობა გეგმავს სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის რეგიონებში ჩასვლასაც.

“ერთობლივი განცხადება იქნება გაკეთებული საზოგადოებისთვის ცნობილი ადვოკატების მხრიდან, ასევე, ხელმოწერები იქნება ადვოკატების, ვფიქრობთ ყველამ, ადვოკატებმა უნდა მოაწერონ ამაზე ხელი, ეს ტექსტი გავრცელდება. შემდეგი ნაბიჯები არის სხვადასხვა პროფესიის და ადამიანების შემოერთება, ასევე ვაპირებთ რეგიონებში ჩასვლას და ყველასთვის ახსნას, თუ როგორ აბსურდული ბრალდებით, უკანონო პატიმრობას იხდის ადამიანი მე-10 თვეა”, – ამბობს იურისტი, ბაჩანა შენგელია.

ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნიკა გვარამიას სასჯელი არაჯეროვანი დასაბუთებით დამძიმდა და 50 000 ლარიანი ჯარიმა შეიცვალა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთით. დანარჩენ ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი პირველი ინსტანციის განაჩენის მსგავსად არ შეიცავდა დასაბუთებებს ძირითად და საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო ყველა ჩვენი შენიშვნა და შეფასება კვლავ აქტუალურია.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ნიკა გვარამია პატიმრობაში დარჩა. ომბუდსმენის შეფასებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნიკა გვარამიას სასჯელი არაჯეროვანი დასაბუთებით დამძიმდა.

წინა სტატია2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო
შემდეგი სტატია“პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს”-Amnesty International, HRW მიხეილ სააკაშვილზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური