მთავარისიახლეებისაზოგადოებამოძრაობა "ხმა" საპენსიო სესხების ჩამოწერას ითხოვს

მოძრაობა “ხმა” საპენსიო სესხების ჩამოწერას ითხოვს

Published on

მოძრაობა “ხმის” წევრებმა და მოქალაქეებმა ლიბბერთი ბანკის ცენტრალურ ფილიალში აქცია  მოაწყვეს და ბანკის  კაბალური დამოკიდებულება გააპროტესტეს პენსიონერების მიმართ. ისინი მოითხოვდნენ საპენსიო სესხების ჩამოწერას. მათ ასევე ქონდათ სხვა მოთხოვნები:
“ვინ ძარცვავს 800 ათასზე მეტ პენსიონერს? ლიბერთი ბანკი
ვინ ძარცვავს ასობით ათას დევნილს? ლიბერთი ბანკი
ვინ ძარცვავს ათასობით შშმ ადამიანს? ლიბერთი ბანკი
ვინ ძარცვავს ყველაზე ღარიბ ქართველებს? ლიბერთი ბანკი
ჩვენ ვართ მოძრაობა ხმა, ჩვენ ვამბობთ, რომ საბანკო სისტემა საქართველოში ხალხის მთავარი მძარცველია. ამ ძარცვას ხელს უწყობს და აფინანსებს ქართული ოცნების ხელისუფლება.
ლიბერთი ბანკი პარაზიტი ბანკია – ის წურბელასავით მიაჯდა იმ ფულს, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვიურად უხდის პენსიონრებს, დევნილებს და შშმ პირებს.
ლიბერთი ბანკი ატყუებს, იგონებს ძარცვის სქემებს, ატყავებს და ულუკმაპუროდ ტოვებს ასიათასობით პენსიონერს. მაგრამ ლიბერთი ბანკის ეს მოგება თითქმის მთლიანად დგას ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი და უმწეო ნაწილის ძარცვაზე. სოციალური შემწეობის მიტაცებაზე, ყველაზე ღარიბების კიდევ უფრო გაღარიბებაზე, წამლის და საკვების ფულის წართმევაზე. ეს უნდა შეწყდეს
ამიტომ ჩვენ ვითხოვთ:
1. გაუქმდეს ოვერდრაფტები
2. ჩამოიწეროს 2019 წლიდან გაცემული სესხები და ოვერდრაფტები
3. სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს პენსიის დარიგება, ამისთვის მოხდეს ლიბერთი ბანკის ნაციონალიზაცია და მისი ინფრასტრუქტურა მოხმარდეს მილიონზე მეტი ადამიანის მომსახურებას” – წერია ორგანიზაციის საპროტესტო განცხადებაში.

სიახლეები

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი დედებს – წამალს ამ ეტაპზე არ შემოიტანენ

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუსშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის წამალს ამ ეტაპზე არ...