იმედი მაქვს, პარლამენტი უკან დაიხევს და დაფიქრდებიან, რისი მიღწევა სურთ – დეგნანი “რუსულ კანონზე”

0
186

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი “პუბლიკასთან” ინტერვიუში კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ პარლამენტში ინიცირებული “რუსული კანონი” არაა გამჭვირვალობის მისაღწევად და რომ ის არააა ამერიკული.

მისი განცხადებით, დამტკიცების შემთხვევაში, ეს კანონი შეაჩერებს იმ ქართველებს, რომლებიც სხვებს ეხმარებიან, იმუშაონ საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის. ის გააჩერებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან სხვადასხვა თემს, იურიდიულ დახმარებას, ტურისტულ ორგანიზაციებს, სამედიცინო კვლევებს, რომლებსაც უცხოელი დონორები აფინანსებენ თუ სხვა.

დეგნანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის გარკვევა, სინამდვილეში რისკენ არის მიმართული ეს კანონპროექტი.

“ეს არის ის, რაც ამ კანონპროექტში გვაშფოთებს ყველას. მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის გარკვევა, სინამდვილეში რისკენ არის მიმართული ეს კანონპროექტი. ის ჰგავს რუსულ კანონმდებლობას, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას და გაჩუმებას, განსხვავებული ხმების ჩახშობას. რუსეთის კანონი კი ამ კუთხით ძალიან ეფექტიანი იყო.

თუ გადახედავთ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებას, ის ახლა გაჩუმებულია. ბევრმა ორგანიზაციამ დატოვა ქვეყანა, იმის ნაცვლად, რომ ძლიერი საზოგადოება და დემოკრატია შეექმნათ, რასაც აქ აკეთებდნენ შეერთებული შტატები და ჩვენი ქართველი პარტნიორები ბოლო წლების განმავლობაში. ეს კანონი კი მიღების შემთხვევაში სწორედ ამ ხმებს გააჩუმებს და უკან დასწევს იმ სამუშაოს, რაც შესრულდა. ეს კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისკენ მისწრაფებას. ვფიქრობ, ეს ძალიან ნათლად ითქვა.

ის შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნის ძირითად პრინციპებთან. იმედი მაქვს, პარლამენტი უკან დაიხევს და დაფიქრდებიან იმაზე, თუ რისი მიღწევა სურთ. კანონპროექტის მიღებამდე მათ უნდა გაიარონ კონსულტაცია პარტნიორებთან და მეგობრებთან, რათა უკეთ გაიგონ ამ კანონის ზემოქმედება და მოსალოდნელი შედეგები”, – ამბობს კელი დეგნანი.

“პუბლიკასთან” ინტერვიუში კელი დეგნანი ამბობს, რომ თუ პარლამენტი რეალურადაა დაინტერესებული მოსალოდნელი შედეგებით, იმედი აქვს, კონსულტაციებს გაივლიან პარტნიორებთან.

წინა სტატია2014 წელს, ევროსაბჭოში ჩვენი გამოსვლის შემდეგ, ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა – სამნიძე
შემდეგი სტატიაომბუდსმენობას არ იმსახურებს არცერთი კანდიდატი, რომელიც რუსულ კანონს არ ებრძვის – ლომჯარია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური