უკრაინაში უკვე 200-ზე მეტი ოსი და 100-ზე მეტი აფხაზი “მოხალისე” მოკლეს

0
226

თითქმის ყოველდღე იზრდება უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი და ოსი ბოევიკების რიცხვი, რომლებსაც უკრაინელი მეომრები სამშობლოს დაცვის დროს კლავენ.

ოსური ღია წყაროების მიხედვით, უკრაინაში უკვე მოკლულია 200-ზე მეტი ოსი ბოევიკი, აქედან უმრავლესობა, 180-ზე მეტი, ჩრდ. ოსეთიდანაა, ხოლო ცხინვალიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სხვა დასახლებებიდან ომში წასული ოცამდე ბოევიკია მოკლული.

უარესი სიტუაცია აფხაზი ბოევიკების კუთხით: აფხაზ ბოევიკთა ბატალიონ “პიატნაშკას” ცნობილი ბოევიკი ახრა ავიძბა მეთაურობს და, როგორც წესი, ბატალიონი საკმაოდ ცხელ წერტილეში მოქმედებს.

პირველი დიდი დანაკლისი “პიატნაშკამ” მარიუპოლში განიცადა, როცა “აზოვსტალიდან” გამოსულმა “აზოვის” ჯგუფმა მათი მოიერიშე ჯგუფი, პრაქტიკულად, გაანადგურა.

დიდი დანაკლისი მიიღო ამ შენაერთმა ასევე, დაბომბვის დროს, როცა უკრაინის არტილერიამ ზუსტად იმ შენობას დაარტყა, სადაც “პიატნაშკა” ისვენებდა და ახალ სარძოლო დავალებას ელოდებოდა.

მაშინ ახრა ავიძბა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ბატალიონის წევრებიდან კი ათზე მეტი ბოევიკი ცოცხლად დაიწვა.

საერთო ჯამში, უკრაინაში მოკლული აფხაზი ბოევიკების რიცხვი უკვე 100-ს აჭარბებს, რაც ძალიან ბევრია ისედაც მცირე ეთნიკური ჯგუფისთვის.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, გასულ წელს, შემოდგომაზე, სოხუმში იყო შემთხვევები, როცა პარალელურ ქუჩებზე უკრაინიდან ჩამოსვენებული 4 ცხედარი ერთ დღეს დაკრძალეს.

წინა სტატია“ოდნავ ხელი დავადე და იკივლა, სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს – ომბუდსმენის კონსილიუმს დასკვნა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური