მთავარისიახლეებიხალხის ძალის მიერ დარეგისტრირებული ორივე ვარიანტი რუსულია - დეკანოიძე კანონპროექტებზე

ხალხის ძალის მიერ დარეგისტრირებული ორივე ვარიანტი რუსულია – დეკანოიძე კანონპროექტებზე

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, აგენტებთან დაკავშირებით “ხალხის ძალის” მიერ დარეგისტრირებული ორივე კანონპროექტი რუსულია და ორივე მათგანი საფრთხეს უქმნის საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას.

ამის შესახებ დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. რუსული კანონპროექტის მეორე ვარიანტი ბიუროზე დღეს, 27 თებერვალს დარეგისტრირდება.

“ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს, ხალხის ძალის მიერ დარეგისტრირებული ორივე ვარიანტი რუსული ვარიანტია. ეს არის რუსული კანონპროექტის ის ძალიან სერიოზული შინაარსის ფურცელი, რომელიც პირდაპირ დესტრუქციას უწყობს ჩვენს ევროკავშირში ინტეგრაციას და გარდა ამისა, ყველანაირ სივრცეს სპობს არასამთავრობო სექტორისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს და თქვენ იცით, რომ უამრავი ადამიანია ჩართული ამ პროექტებში, საერთაშორისო ფონდების მიერ დაფინანსებულ ფონდებში – ძალადობის მსხვერპლი ქალები, შშმ პირები, სკოლის განათლების პროგრამები, ინკლუზიური პროგრამები, ყველა ამ მიმართულებით იქნება ძალიან სერიოზული უკუსვლა, რა თქმა უნდა, ეს კანონპროექტი პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოა”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, ე.წ. განდგომილებმა და “ოცნებიდან” ფორმალურად წამოსულმა დეპუტატებმა პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი წარადგინეს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ “ქართული ოცნება” აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.

ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ. კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა ის რუსულ კანონს შეადარა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს. გაეროს განცხადებით, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...