უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა ამ ტრაგედიას, Слава Україні! – კობახიძე

0
228

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უსურვებს.

კობახიძე წერს, რომ უკრაინელი ხალხის არ იმსახურებდა იმ ტრაგედიას, რაც მათ ერთი წლის წინ დაატყდათ თავს. შეგახსენებთ, რომ კიევში დღეს დაგეგმილ ღონისძიებებს “ქართული ოცნებიდან” არავინ დაესწრება. რადას მიწვევის მიუხედავად უმრავლესობის დელეგაცია უკრაინაში არ ჩადის.

“ზუსტად ერთი წლის წინ უკრაინას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა!

ომის შედეგად დაიღუპა ათი ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია – 450-ზე მეტი ბავშვი. ლტოლვილად და დევნილად იქცა 16 მილიონი უკრაინელი. ომმა გაანადგურა უკრაინის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა.

ომის დაწყებამდე ვამბობდით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ომის არდასაშვებად და უდიდესი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაეკეთებინა. თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთის სამხედრო აგრესია მაინც შედგა.

უკრაინელი სამხედროები და მოხალისეები გმირულად იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის! ქედს ვიხრი მათი გმირობისა და თავდადების წინაშე! ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! Слава Україні! – წერს კობახიძე.

წინა სტატია“საფრანგეთი თქვენ გვერდით დგას – სოლიდარობის, გამარჯვებისა და მშვიდობისთვის” – მაკრონი უკრაინელებს
შემდეგი სტატიარუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია – ზურაბიშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური