“უკრაინელი ერი ამაყობს თქვენით!” – ზელენსკის მიმართვა ჯარისკაცებს

0
209

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 24 თებერვალს, დილით სოფიას მოედანზე რუსეთის სრულმასშტაბური შემოჭრის წლისთავზე უკრაინელი დამცველები ეროვნული ჯილდოებით, კერძოდ უკრაინის გმირის წოდებით დააჯილდოვა.

“უკრაინელი ერი ამაყობს თქვენით!” – თქვა ზლენსკიმ მიმართვაში, მადლობა გადაუხადა უკრაინის დამცველებს და აღნიშნა, რომ უკრაინა სწორედ იმ ადამიანების დამსახურებით გადარჩება, რომლებიც ბრძოლის ველზე საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვის.

“დიდება უკრაინას – ეს სიტყვები მთელი ერის სიტყვა და მიმართვა გახდა. ათასობით წელი ამ სიტყვებს ვიმეორებთ. ამ სიტყვებით ვიხსენებთ წინაპრებს, იმ ადამიანებს რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის ჩვენ თავისუფალ კიევში, თავისუფალ უკრაინაში ყვითელ და ლურჯ დროშას ეფრიალა. ამ სიტყვებით ვიხსენებთ ყველას ვინც დღეს იბრძვის, ყველას ვინც უკრაინის გამო მეომარი გახდა და ყველას ვინც უკრაინის სიცოცხლისთვის თავი გასწირა. უკრაინა გმირებმა დაიცვეს და გადაარჩინეს. მივმართავს ჩვენს გმირებს ვინც ბრძოლის გზა აირჩია, გმირებს რომლებიც აქ არიან და იმ მებრძოლებს რომლებიც ამ წუთებში ფრონტის ხაზზე მტერს ებრძვიან, გმირებს რომლებიც ჩვენს გამარჯვებას აახლოებენ, მივმართავ ყველას ვინც უკრაინას ეხმარება, მადლობა თქვენ! დღეს თავისუფლებისა და უკრაინის დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტის ბრძოლის წლისთავზე, მინდა გითხრათ რომ თქვენით ვამაყობთ. უკრაინელი ერი ამაყობს თქვენით! უკრაინა გადარჩება თქვენი დამსახურებით. არასოდეს დავივიწყოთ გმირები რომლებმაც უკრაინის დაცვას სიცოცხლე შესწირეს. უკრაინელო მებრძოლო, უკრაინელო გმირო შენზეა დამოკიდებული იარსებებს თუ არა უკრაინა. თქვენზე დამოკიდებული მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე. დიდი მადლობა თქვენ. დიდება უკრაინას დიდება უკრაინელ გმირებს” ,- თქვა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ სოფიას მოედანზე ეროვნული დროშა აღიმართა და სვიატოსლავ ვაკარჩუკმა სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.

წინა სტატიათბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს სად დგას ქართველი ხალხი – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიააშშ-მ უკრაინისთვის $2 მილიარდის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა – ჩამონათვალი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური