რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია

0
169
ღამით თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის სურამი-საქასრიის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალა. პრობლემები შეექმნათ გზაზე გაჩერებულ მანქანებში მყოფ მგზავრებს, რომლებიც საცობში მოყვნენ და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში 9 საათზე მეტი გაატარეს.

ამ დროისთვის მანქანების გადაადგილება უკვე შესაძლებელია. ღამით გზის სავალი ნაწილი ჩახერგა წაქცეულმა ხეებმაც.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანდა გვირაბთან ახლოს, კლდიდან ჩამოსული მიწის მასაც. იყო ავტოსაგზაო შემთხვევებიც – ერთმანეთს ორი სატვირთო მანქანა შეეჯახა, რის შემდეგაც გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, ხოლო ავარიის მონაწილე ტრაილერის გზიდან გადაყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა.

წინა სტატიასაქართველომ გაეროს გენასამბლეაზე უკრაინის რეზოლუციას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატია“ერთი წლის წინ არჩევანი გავაკეთეთ: არა გაქცევა, არამედ დახვედრა და ბრძოლა!” – ზელენსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური