დღეს აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ვიტალი კლიჩკო მიმართავს

0
156

ომის ერთი წელი და რამდენიმე საათი სოლიდარობის აქციამდე – უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საქართველოს მოქალაქეები ისევ ქვეყნის მთავარ გამზირზე შეიკრიბებიან. “მთავარი არხისთვის” ცნობილი ხდება, რომ დღეს აქციაზე მისულ მოქალაქეებს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო მიმართვავს.

აქცია ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება და წამყვანი იქნება “მთავარი არხის” იუმორისტული გადაცემის წამყვანი ილო ბეროშვილი და უკრაინის მოქალაქე.

პარლამენტის წინ უკრაინელმა აქტივისტებმა უკრაინის რუკის კონტური მოხაზეს, რომელსაც აქციის დასრულების შემდეგ გაანათებენ, როგორც სიმბოლოლურ ნიშნას, რომ თავისუფალი სამყარო სიბნელეს დაამარცხებს.

დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე მივა ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ რთულ დროს მხარდაჭერა გამოუცხადოს სიმართლისთვის მებრძოლ უკრაინას. საკანონმდებლო ორგანოსთვან იქნებიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, ხელოვანები – პარლამენტთან მისვლას მხოლოდ “ქართული ოცნება” არ გეგმავს.

წინა სტატიაგაუგებარია კიევში ჩასვლაზე მოწვევის მიღების დამალვის მცდელობა – კასიანოვი “ოცნებაზე”
შემდეგი სტატია”ზუგდიდი მოლში” საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობს პოკროვსკისთვის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური