მთავარისიახლეებიმსოფლიო"თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, შემდეგი თქვენ - ქართველები იქნებით" - ვიტალი...

“თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, შემდეგი თქვენ – ქართველები იქნებით” – ვიტალი კლიჩკო

Published on

კიევის მერი ქართველ ჟურნალისტებთან ამბობს, რომ თუ უკრაინა რუსეთთან ომში წარმატებული ვერ იქნება, შემდეგი სამიზნე რუსეთისთვის საქართველო იქნება. 
“ტრაგედიის ერთი წელი, კატასტროფის ერთი წელია ჩვენს სამშობლოში. ეს არის დიდი ტრაგედია თითოეული უკრაინელისთვის. ეს არამხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის დიდი ტრაგედიაა. მაგრამ ეს ყველაზე დიდი ტრაგედია აღმოჩნდა რუსეთისთვის, ადამიანისთვის, რომელმაც ერთ დღეს გადაწყვიტა, რუსეთის გაფართოებით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გაენადგურებინა.

უკრაინა აკვირვებს მთელ მსოფლიოს წინააღმდეგობით. ჩვენ მხოლოდ დღეებსა და კვირებს გვაძლევდნენ რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ერთი წელია წარმატებით ვიცავთ სამშობლოს.

ჩემი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ შემდეგია: პუტინს საბჭოთა იმპერიის აღდგენა სურს, თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, შემდეგი თქვენ – ქართველები იქნებით. ჩვენ ვიბრძვით არამხოლოდ ჩვენი სახლებისთვის, არამედ თქვენი სიცოცხლეებისთვისაც”, – თქვა ვიქტორ კლიჩკომ ქართველ ტელეჟურნალისტეთან.

სიახლეები

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ...

Freedom House: საქართველომ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა

ისუფალი“ ქვეყნის სტატუსი კი პირველად 2012 წელს მიიღო და 2025 წლის ჩათვლით ინარჩუნებდა. Freedom House-ის...

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს — მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან...

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს- ჩხაიძე

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ...