მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ ომის 365-ე დღეს - სად რა ხდება უკრაინაში

რა უნდა ვიცოდეთ ომის 365-ე დღეს – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

რუსეთ-უკრაინის ომის 365-ე დღე დაიწყო. ამ დროისთვის უკვე ცნობილია რუსეთის სამხედრო დანაკარგი 23 თებერვლუის მონაცემებით: საერთო ჯამში, 145.800-ზე მეტი ლიკვიდირებული და მწყობრიდან გამოყვანილი, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კი თითქმის 800 ლიკვიდირებული სამხედრო პირი. 

მარიუპოლის აეროპორტისა და პორტის ტერიტორიებზე რუსეთის საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქება დადასტურებულია. ამას გარდა, დარტყმა განხორციელდა ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილებზეც. ოკუპირებული მარიუპოლი ამ დრომდე უკრაინის არტილერიის სამიზნეა. ღამით, მინიმუმ, ორი აფეთქება მოხდა ილიჩის სახელობის ქარხნის ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, “აზოვსტალის” შემდეგ ილიჩის ქარხანა ყველაზე დიდი საწარმოო დაწესებულება იყო ქალაქში, ახლა კი რუსეთის სამხედრო ძალების საბრძოლო მასალების საწყობები და ბაზაა.

“ბავოვნა” ბელგოროდში:  უკრაინელთა სარაკეტო იერიშის შედეგად, ქალაქში ღამით ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობი იწვოდა.

უგლედართან დიდი ცოცხალი ძალის დანაკარგის გამო, რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადას მიერთებული ე.წ. კაზაკთა ბატალიონი უარს ამბობს საბრძოლო მოქმედებებში შემდგომ მონაწილეობაზე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ავიაციამ მტრის პიზიციებზე 11 იერიში მიიტანა. განადგურებულია ოკუპანტთა საბრძოლო მასალების ორი საწყობიც. – გენშტაბის ცნობა.

ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ასახულია ხის გრძელი ყუთები, თითოეულზე დაკრული გარდაცვალების მოწმობით. სავარაუდოდ, ამ ყუთებში თუთიის კუბოებია ( ГРУЗ 200), კუბოებში კი, ცხადია, უკრაინაში მოკლული ოკუპანტები წვანან, უფრო სწორად, ის დევს, რაც მათგან დარჩა. როგორც ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, ყუთი ასამდეა, იქვე დგას სატვირთო მანქანები ნოვოსიბირსკის რეგიონის ნომრებით. როგორც ჩანს, ნოვოსიბირსკელი ქალები მალე მიიღებენ დამსახურებულ ქურქებს, მოკლულთა ოჯახების სხვა წევრები კი – პელმენების შეკვრებს. ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ ოდიშის ტელეგრამ არხზე. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ პეკინი არ განიხილავს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.

უკრაინის ოთხ ოლქში კორონავირუსის შტამის ახალი ფორმა “კრაკენი” აღმოაჩინეს. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება.

სიახლეები

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ...

Freedom House: საქართველომ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა

ისუფალი“ ქვეყნის სტატუსი კი პირველად 2012 წელს მიიღო და 2025 წლის ჩათვლით ინარჩუნებდა. Freedom House-ის...

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს — მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან...

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს- ჩხაიძე

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ...