მთავარისიახლეებიმსოფლიო"მარიუპოლის მიმართულება ჩვენთვის მიუწვდომელი აღარ არის" - "სამხრეთის" სარდლობა

“მარიუპოლის მიმართულება ჩვენთვის მიუწვდომელი აღარ არის” – “სამხრეთის” სარდლობა

Published on

“ამ მოცემულ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ იმის კონსტატირება შეგვიძლია, რომ სიშორე ძალიან პირობითი ცნებაა. ის, რაც შორს გვეჩვენება ან ასეთად მოჩანს, სინამდვილეში ასე მიუწვდომელი არ არის”, – განაცხადა “სამხრეთის” სარდლობის სპიკერმა ნატალია გუმენიუკმა “ტელემარათონის” ეთერში.
როგორც ჩანს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს 150კმ-ზე მფრენი GPS-ით მართვადი GLSDB-ს რაკეტები, რომელთა გასროლაც უკრაინელებს M142 Himars-ის , ან M270 (Mlrs)-ის მეშვებოითაა შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ მარიუპოლში 11 საარაკეტო იერიში განხორციელდა უკრაინის სარაკეტო შეიარაღებით-რუსი სამხედრო ჟურნალისტებიც ეჭვობენ, რომ გამოჩნდა ახალი საბრძოლო მასალა და დიდი ალბათობით, ეს GLSDB-ს ე.წ “ჭვკიანი ბომბის” რაკეტები უნდა იყოს.

GLSDB წარმოადგენს GPS-ით მართვად GBU-39-ის ტიპის საავიაციო ბომბისა და HIMARS/ M270 (MLRS)-ის რაკეტა, M26-ის რეაქტიული ძრავის ურთიერთდაკავშირების შედეგად შექმნილ ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალას, რომელიც 150კმ-ზე შეძლებს სამიზნეთა განადგურებას. GLDSB-ის მიზნიდან მაქსიმალური გადახრა 5-6 მეტრია. აღნიშნული რაკეტის დამიზნების სისტემა GPS/INS-ია. მათ გააჩნიათ GPS-ს ჩამხშობთა საწინააღმდეგო სისტემა, რაც რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებისთვის დამატებითი თავსატეხი იქნება.
 
აღნიშნული პროექტის ავტორები გახლავთ შვედური SAAB-ი და ამერიკული BOEING-ი, რომელთაც 2019 წელს საავიაციო ბომბ GBU-39-ისა და Himars-ების რაკეტა M26-ის ძრავის გაერთიანებით შექმნეს იაფიანი შორი მოქმედებისა და ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა. GLDSB-ის მიახლოებით ფასი $50 000-მდეა, რაც HIMARS-ების GPS-ით მართვად GMLRS-ის რაკეტების ფასზე თითქმის სამჯერ ნაკლებია.
 
ზემოხსენებული GLDSB-ის რაკეტების გამშვებ დანადგარად უკრაინელები შეძლებენ, გამოიყენონ როგორც M142 Himars-ის ასევე M270 (MLRS)-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები.
 
 რაკეტის წონა- 115კგ.
 
 რაკეტის საბრძოლო მასალის წონა- 57,6კგ.

–

აუცილებლად გამოგვყევი ტელეგრამზე და ნახე ის, რაც შეიძლება აქ ვერ გამოვაქვეყნოთ:

სიახლეები

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ...

Freedom House: საქართველომ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა

ისუფალი“ ქვეყნის სტატუსი კი პირველად 2012 წელს მიიღო და 2025 წლის ჩათვლით ინარჩუნებდა. Freedom House-ის...

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს — მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან...

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს- ჩხაიძე

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ...