ბელგიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველი გარდაიცვალა

0
180

ბელგიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. 40 წლის ქართველი მამაკაცი ანტვერპენის ოლქში მდებარე დაკავების ცენტრში იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი თავშესაფრის მიღებას და საფრანგეთში დაბრუნებას ცდილობდა, სადაც მას ოჯახი ჰყავს, თუმცა საფრანგეთის შესაბამისი უწყებები ამის უფლებას არ აძლევდნენ.

ირკვევა, რომ 3 კვირის განმავლობაში მამაკაცი პროტესტის ნიშნად შიმშილობდა და სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებული ექიმებმა გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე შეამოწმეს, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესება ვერ შენიშნეს.

ბელგიელი ექიმები ირწმუნებიან, რომ პატიმარი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

წინა სტატიავახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარიაზე გამოძიება დაიწყოს
შემდეგი სტატიაბადრი ესებუასთვის პროკურორმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება და მისი 20 დღით შესაბამის დაწესებულებაში განთავსება მოითხოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური