რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში ამერიკის ელჩი, ლენ ტრეისი გამოიძახა

0
162

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში ამერიკის ელჩი, ლენ ტრეისი გამოიძახა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლინ ტრეისის გამოძახების გადაწყვეტილება “უკრაინის საომარ მოქმედებებში ამერიკის მონაწილეობის გაფართოებას” მოყვა.

სამინისტრო ამერიკას ბრალს სდებს კიევის იარაღით “ავსებაში” და “აგრესიული კურსის” ხელშეწყობაში.

მათივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკელ დიპლომატს “საპროტესტო ნოტა” გადასცა და მოუწოდა, რომ უკრაინიდან NATO-ს შეიარაღება გაიყვანოს სიტუაციის დე-ესკალაციისთვის.

რუსეთის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოულოდნელი ვიზიტი კიევში, რითაც მან უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას მის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ საბრძოლო მოქმედებებში.

კიევის შემდეგ, ბაიდენი პოლონეთშიც ჩავიდა, სადაც იგი უკრაინაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ანდჟეი დუდას ხვდება.

წინა სტატიაზუგდიდი მოლში უკრაინული ქალაქის, პოკროვსკის მხარდასაჭერად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა
შემდეგი სტატიაუკრაინელთა ერთდროული დარტყმები და ოკუპანტთა პანიკა: ფრონტზე ვითარება იცვლება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური