საქართველოს მეორე უარი არ უნდა ეთქვას – ზურაბიშვილი სენატორებს

0
158

სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე ისაუბრა.

სენატორებმა აღნიშნეს, რომ აფასებენ საქართველოს პრეზიდენტის როლსა და პოზიციას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

“როგორც ამერიკელმა სენატორებმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, ისინი აფასებენ საქართველოს პრეზიდენტის როლსა და პოზიციას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, რაზეც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ნებასა და სათქმელს გამოხატავს. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რადგან ის 30 წლის განმავლობაში, სწორედ ევროპულ ღირებულებებს ემსახურება.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და საქართველოს მეორე უარი არ უნდა ეთქვას”, – აღნიშნულია პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელ სენატორებთან ჯინ შაჰინთან და დიკ დურბინთან შეხვედრისას უკრაინაში მიმდინარე ომსა და შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო განიხილა.

“აღინიშნა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საკითხი მხოლოდ რუსეთს აწყობს, რომელმაც არამხოლოდ 2008 წლის აგვისტოში განახორციელა საქართველოზე აგრესია, არამედ უკვე მეორე საუკუნეა ახორციელებს მას”, – წერია განცხადებაში.

წინა სტატიაჯინ შაჰინი მიხეილ სააკაშვილთან არ შუეშვეს
შემდეგი სტატიაპუტინს ეგონა, რომ ჩვენზე მეტი გამძლეობა ჰქონდა, თუმცა ის მწარედ შეცდა – ბაიდენი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური