ჯო ბაიდენი დღეს პოლონეთში ჩავა

0
171

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, 20 თებერვალს პოლონეთში ჩავა. მისი ვიზიტი უკრაინაში შეჭრის წლისთავს უკავშირდება და 22 თებერვლამდე გაგრძელდება.

თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის თქმით, ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს ანდჯეი დუდას შეხვდება. ასევე აუდიენცია გაიმართება ბუქარესტის ცხრა ჯგუფის ლიდერებთან, რომელშიც, პოლონეთის გარდა, ბულგარეთი, უნგრეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი შედის.

ადმინისტრაციის ცნობითვე, ბაიდენი სიტყვითაც გამოვა, სადაც უკრაინელი ხალხის გამძლეობასა და დასავლეთის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

ასევე, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერის ჯონ კირბის თქმით, ჯო ბაიდენის პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა არ იგეგმება.

“ამჟამად, პოლონეთში ვიზიტისას პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა დაგეგმილი არ არის”, – თქვა კირბიმ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

წინა სტატია“ჩვენ ვემზადებით ხანმოკლე ომისთვის და ჩვენი გამარჯვებისთვის”- ზელენსკი
შემდეგი სტატიარუსეთმა ომის დაწყების შემდეგ 143 680 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბის მონაცემები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური