“გადაარჩინე მიშა!” – ვაშინგტონში, თეთრ სახლთან აქცია გაიმართა

0
182

“გადაარჩინე მიშა” – ამ სახელწოდებით ვაშინგტონში, თეთრ სახლთან აქცია გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდნენ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები, ისინი მესამე პრეზიდენტის უცხოეთში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია. თეთრ სახლთან აქციის შესახებ სიუჟეტი რამდენიმე ამერიკულ არხზეც გავიდა.

“ჩვენ ამერიკაში ვიმყოფებით და, რა თქმა უნდა, არ შეიძლება შედარება ამერიკაში თავისუფლება იმასთან, რაც საქართველოში ხდება. თუმცაღა სააკაშვილის დროს საქართველოში იყო თავისუფლება. მე როცა ჩავედი თბილისში არაფრის მეშინოდა, კრიმინალები ციხეში ისხდნენ, ქუჩებში ხალხი თავისუფლად დადიოდა დღეს კი სააკაშვილს მოსკოვის დახმარებით კლავენ. არ მჯერა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ქალი ამას აკეთებს, ის მას კლავს მოსკოვის ხელით”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით დღეს, 20 თებერვალს აქციები იგეგმება საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. პროტესტის ორგანიზატორი, პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი, უფლებადამცველი და ბლოგერი მარკ ფეიგინია.

წინა სტატიამსოფლიოს 17 ქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიაბადრი ესებუას მთავარი მოთხოვნაა, მისი ძმა გათავისუფლდეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური