“არა რუსულ კანონს!” – ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში

0
194

“არა რუსულ კანონს!” – საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილები. პროტესტი ბიუროს სხდომის პარალელურად მიმდნიარეობს, სადაც ხელისუფლება “ხალხის ზალის” კანონპროექტზე მსჯელობს. მათ “ოცნების” დეპუტატები სხდომაზე შეძახილებით ” არა პუტინიზაციას!” შეაცილეს.

ეს კანონი თუ მიიღეს, მეც და ჩემი მეგობრებიც არ ვაპირებთ, რომ დავრეგისტრირდეთ უცხო ქვეყნის აგენტებად, უცხო ძალების აგენტებად, იმიტომ, რომ ჩვენ არავითარი აგენტები არ ვართ. კანონპროექტი მათ აძლევთ უფლებას, რომ იძლებით დაგვარეგისტრირონ, დაგვაჯარიმონ, მოგვახრჩონ და საბოლოოდ, ეს ყველაფერი მივა იმ მედიების დახურვამდე, რომლებიც ძირითადად, მხარდაჭერილი არიან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. სწორედ ეს უნდათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს და არავითარ “ხალხის ძალას” ეჭვგარეშეა, ივანიშვილსი დავალებით. არავიტარი სოზარი, მაჭარაშვილი და ხუნდაძე გადაწყვეტილების მიმღები პირები არ არიან. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამ რუსული კანონის მიღებას და იმ შემთხვევაში, თუ ეს მაინც მოახერხებს, რესურსი ვიდრე გვექნება, არ დავზოგავთ მას, რომ საპროტესტო აქციებით და ყველა სხვა რესურსით ხელი შევუშალოთ, – განაცხადა დღის ამბების რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ხალხის ძალამ” პარლამენტში დააინიცირა კანონი, რომელიც ენჯეობის და მედიების ფინანსური გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს.

წინა სტატია“გადაარჩინე მიშა” – თბილისში და ბათუმში აქციები იმართება
შემდეგი სტატია“კადრის ფესტივალი” – 26 თებერვალს, ბოტანიკურ ბაღში ფოტომარათონი გაიმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური