24 თებერვალს რადამ საქართველოდანაც მიიწვია საპარლამენტო დელეგაცია, “ოცნებამ” ჩასვლაზე უარი თქვა – ვაშაძე

0
155

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის რადამ სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია კიევში. მისი განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” ჩასვლაზე უარი თქვა.

“ეს წუთია გავიგე, რომ 24 თებერვალს, უკრაინის პარლამენტმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში ჩასვლაზე უარი განაცხადა და ამაზე ინფორმაცია ყველას დაგვიმალა!” – წერს გიორგი ვაშაძე.

“ქართულ ოცნების” მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაკეთებულა.

წინა სტატიაკიდევ ერთი კილო დაიკლო, კარგს ვერაფერს გეტყვით – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატიარომ არა EU-სთან უვიზო მიმოსვლა, 2018-21 წლებში საქართველოს დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა – კობახიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური