მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია – თენგიზ წულაძე

0
170

“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ნამდვილად გაუარესებულია, რაც გამოიხატება წონაში მეტად კლებით, კუნთების მასის კიდევ მეტად შემცირებით” – ამის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ დღეს კლინიკა “ვივამედში” მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ისაუბრა.

თენგიზ წულაძე ამბობს, რომ დღეს არსებული მდგომარეობა იმაზე მეტად არის გაუარესებული, ვიდრე 4 დეკემბერს იყო.

„მდგომარეობა ნამდვილად გაუარესებულია, რაც გამოიხატება წონაში მეტად კლებით, კუნთების მასის კიდევ მეტად შემცირებით. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ჩვენ თვითონაც უნდა შევჯერდეთ, გაზომვის მონაცემები აღვწეროთ. ამჟამად ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მდგომარეობა გაუარესებულია იმაზე მეტად, ვიდრე 4 დეკემბერს იყო. პაციენტს დეტალურად ვსინჯავთ და გასინჯვის მონაცემებით ვამბობთ, რომ მდგომარეობა გაუარესებულია. ანორექსია იწვევს კუჭის პარეზს. მას აქვს გულისრევა, ზოგიერთ საჭმელს ვერ იტანს, ზოგიერთს იღებს, იმასაც დაბალი დოზით და იმაზეც გულისრევა აქვს. რა თქმა უნდა, რაღაც საკვებს იღებს, თორემ ამდენ ხანს ვერ იცოცხლებდა, მაგრამ უმრავლესობა საჭმელებისას ვერ იღებს და სრულ კალორაჟს ვერ იღებს“, – თქვა თენგიზ წულაძემ. ტექტს “საზოგადოებრივი მაუ

შეგახსენებთ, რომ დღეს კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, მისი მოადგილე და კონსილიუმის წევრები იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ 10 თებერვალს მესამე პრეზიდენტმა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს თავად მიმართა და მასთან დამოუკიდებელი ექსპერტების შესვლა ითხოვა. ექიმები მიხეილ სააკაშვილთან ბოლოს 4 დეკემბერს იყვნენ.

წინა სტატია“მიხეილ სააკაშვილი დასუსტებულია, წონაში დაიკლო” -გიორგი ბურჯანაძე
შემდეგი სტატია“ჩვენ ვემზადებით ხანმოკლე ომისთვის და ჩვენი გამარჯვებისთვის”- ზელენსკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური