მთავარისიახლეებისაზოგადოებააშშ უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს

აშშ უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს

Published on

Sky News წერს, რომ ამერიკა უკრაინისთვის ახალ, 10 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ამზადებს. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს რამდენიმე განცხადებას, რომლებიც მიზნად ისახავს ურყევი მხარდაჭერის გამოვლენას უკრაინისადმი – მომავალ კვირას ომის წლისთავთან დაკავშირებით.

მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს განცხადებები მოიცავს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და პოტენციურად 10 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამერიკა უახლოეს დღეებში გამოაცხადებს სამხედრო დახმარების კიდევ ერთ დიდ პაკეტს. მოსალოდნელი არაა, რომ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში F-16 მოიერიშე თვითმფრინავები შევიდეს, რომლებიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოითხოვა.

10 მილიარდი დოლარის დახმარება იქნება პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება უკრაინის მთავრობისთვის, დასძინეს ოფიციალურმა პირებმა.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...