სახლი, სადაც ბადრი ესებუა აფარებდა თავს დალუქულია

0
176

სახლი, სადაც ბადრი ესებუა აფარებდა თავს დალუქულია – ომიანე ჯიქიას ოჯახი კი გაუჩინარდა. მედია მათი ადგილსამყოფელის დადგენას ამ წუთებშიც ცდილობს, მანამდე კი ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა ჯიქიების სიძემ – მან ბადრი ესებუასთან ახლობლობა დაადასტურა, თუმცა ამტკიცებს, რომ არაფერი იციოდა იმის შესახებ თუ სად იმყოფებოდა ძებნილი პირი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

ვადასტურებ, რომ ბადრი ესებუა ჩემი მეუღლის ბიძაშვილის შვილია. როგორ ფიქრობთ, მე დამანახებდა თავს?! არ ვიცი, საერთოდ იყო თუ არა ბადრი ესებუა ჯიქიების სახლში, არც ჩემმა სიმამრმა იცოდა”- აცხადებს ჯიქიების ოჯახის წევრი.

მამაკაცი ამტკიცებს, რომ პოლიცია მის სახლშიც შევიდა.

ჩემს სახლში ყოფილა ჩხრეკა. არავის არ აქვს ამის უფლება. სამხარეო პოლიციაში მეც ვიყავი, თუმცა არავის აქვს უფლება დამკითხოს. მე ვარ სიძე – მე არ ვიცი იმის (ომიანე ჯიქიას) ოჯახში რა ხდება, მიდით, მოიძიეთ თქვენ”- აღნიშნა ჯიქიების ახლობელმა.

წინა სტატიაზელენსკი და მაკრონი ბრიუსელში ევროკავშირის სამიტს დაესწრებიან
შემდეგი სტატიაპუტინს ერთი შანსიც არ აქვს, მან უკრაინა უკვე დაკარგა- ჯო ბაიდენი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური