საპარლამენტო ბოიკოტს თაკო ჩარკვიანიც შეუერთდა

0
166

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ საპარლამენტო ბოიკოტს ისიც უერთდება. ჩარკვიანის განცხადებით, ემხრობა ქუჩის აქციების ჩატარებასაც.

“ბოიკოტი დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ და მე გუშინვე შევუერთდი ამ ბოიკოტს. მიმაჩნია სწორად, ქუჩის აქციებიც, მიმაჩნია სწორად დასავლელ პარტნიორებთან მუშაობა. თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ რუსი ოლიგარქი გვყავს და რუსეთზე მომუშავეა ეს ადამიანი, მაშინ უნდა შევთანხმდეთ, რომ უნდა ვებრძოლოთ ისე, როგორც რუს ოლიგარქებს ეკადრებათ”, – თქვა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო მუშობას ბოიკოტი “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “სტრატეგია აღმაშენებელმა” გამოუცხადეს. ენმ-ში ამბობენ, რომ პარტნიორებთან კონსულტაციები ექნებათ მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით, რასაც პარტიის წევრების ნაწილი მხარს უჭერს.

წინა სტატიაუკრაინაში საომარი მდგომარეობა 90 დღით გახანგრძლივდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ უნდა მიიღოს – გერმანელი დეპუტატი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური