ხაბეიშვილმა ენმ-ს თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადაიბარა

0
229

ნაციონალური მოძრაობის რიგით მე-10 ყრილობა ჩატარდა.

ყრილობაზე პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პოსტი ოფიციალურად ჩაიბარა. ლევან ხაბეიშვილთან ერთად დაამტკიცეს პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა, ასევე, პარტიული თანამდებობებიც განაწილდა – კერძოდ, პეტრე ცისკარიშვილი პარტიის გენერალური მდივანი გახდა, ხოლო ლევან ბეჟაშვილი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე.

რაც შეეხება პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობას, ის ასეთია: ლევან ხაბეიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, გიორგი ბოტკოველი, დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ანი წითლიძე, სულხან სიბაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, აბდულა ისმაილოვი, რომან გოცირიძე, გიორგი გოდაბრელიძე, თეიმურაზ ჯანაშია, ეკატერინე ხერხეულიძე, ელგუჯა ბაგრატიონი, ლევან ანთაძე, გია აბულაძე, მამული სურმანიძე, გიორგი კირთაძე, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ჩალაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ნადირაძე, ლილე ლიპარტელიანი, ბადრი ბასიშვილი, დიმიტრი შაშკინი, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა, ირაკლი ქავთარაძე, გია ხარჩილავა.

აქამდე მომუშავე პოლიტსაბჭოს ვადა მიმდინარე წლის მარტში ეწურებოდა.

ყრილობას არ ესწრებოდა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები.

წინა სტატიაშიდა ქართლში ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა
შემდეგი სტატიათურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა | სამაშველო სამუშაოები გრძელდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური