მთავარისიახლეებისაზოგადოებაღრიბაშვილი შემოტანილ პროდუქტებზე ფასების დარეგულირებას აანონსებს

ღრიბაშვილი შემოტანილ პროდუქტებზე ფასების დარეგულირებას აანონსებს

Published on

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმპორტიორებთან სამინისტროებმა უნდა დაიწყონ ლაპარაკი, რომ შემოტანილ პროდუქტებზე ფასები დარეგულირდეს. მისი თქმით, მიდგომა, რომელიც დღეს ქვეყანაში სხვადასხვა პროდუქტის შემომტანებს აქვთ, მიუღებელია.

“რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა, მაინტერესებდა რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული, ასე ვიტყოდი, მარჟებით, მოგებით მუშაობენ იმპორტიორები”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, შედეგი შემაშფოთებელი იყო, რაგდან პირველადი ანალიზით, ბრინჯის, წიწიბურის, შაქარის, მარილის, ზეთის ყიდვა მოსახელობას თითქმის 100%-იანი ფასნამატით უწევს. მან ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაავალა გააკეთონ სამუშაო ჯგუფი, დაიბარონ ყველა მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოს საკითხის შესწავლა და მოხდეს რეაგირება.

“მე მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით, ეს რა თქმა უნდა, არის მიუღებელი, ამხელა მოგებით, გვახსოვს ძალიან კარგად, მუშაობდნენ წამლების იმპორტიორები”, – თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ “არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება”. მისი თქმით, ფასები გონივრული მარჟების ფარგლებში უნდა დარეგულირდეს.

მისივე თქმით, სამინისტროებმა უნდა დაიბარონ ნავთობის იმპორტიორებიც და ამ შემთხვევაშიც ფასის გონივრულ ზღვარზე ჩამოწევა უნდა მოხდეს. ღარიბაშვილის განცხადებით, არ შეიძლება ერთ ლიტრ ბენზინზე თითქმის ლარამდე ფასნამატი იყოს.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...