EU საქართველოს მოუწოდებს, რუსეთისთვის ავიაციის სექტორში დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს

0
185

“ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში დაწესებულ სანქციებს”, – ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე “ნეტგაზეთის” კითხვას წერილობით უპასუხა.

სტანომ გამოცემასთან აღნიშნა, რომ საქართველო ფხიზლად უნდა იყოს, რათა რუსეთმა მისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა ვერ შეძლოს.

“ვიცით რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის თაობაზე ბოლოდროინდელი განხილვების შესახებ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ავიაციას და აკრძალა ფრენები რუსეთისმიმართულებით, რუსეთიდან ან მის გავლით.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში დაწესებულ სანქციებს და შეინარჩუნოს სიფხზლე სანქციებისთვის გვერდის ავლის ნებისმიერი შესაძლო მცდელობის მიმართ. ევროკავშირის სასანქციო რეჟიმი განიხილავს, რომ სანქციები დაუწესოს მათაც, ვინც მონაწილეობენ ან მხარს უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შესაძლო გვერდის ავლას”, – თქვა სტანომ “ნეტგაზეთთან”.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამოთქვა იმედი, რომ “საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება”. მან ქართული ოცნება შეაქო იმისთვისაც, რომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ლავროვის განცხადებებს “ქართული ოცნების” ლიდერები კმაყოფილებით შეხვდნენ და თქვეს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა “მისასალმებელი იქნება”.

წინა სტატიათურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა | სამაშველო სამუშაოები გრძელდება
შემდეგი სტატიათურქი ხალხის გვერდით ვდგავართ, მზად ვართ ნებისმიერი საჭირო დახმარება გაგიწიოთ – ღარიბაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური