მთავარისიახლეებისაზოგადოება2-3 დღეში გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში - შალვა ხაჭაპურიძე

2-3 დღეში გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში – შალვა ხაჭაპურიძე

Published on

“შეიკრიბოს საქართველოში არსებული ყველა მოსამართლე და დაასაბუთონ ეს გადაწყვეტილება” – თქვა მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილების შემდეგ მიხიელ სააკაშვილის უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება.

“შეიკრიბოს საქართველოში არსებული ყველა მოსამართლე და დაასაბუთონ ეს გადაწყვეტილება. საქართველოში არ დაბადებულა და არც მსოფლიოში იურისტი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას დაასაბუთებს, რაც გამოაცხადა დღევანდელმა მოსამართლემ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის სამართალი არ არსებობს. სადაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, ხომ წარმოგიდგენიათ სხვა ადამიანების საქმეზე რა გადაწყვეტილებას იღებენ. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, რათა ეტაპები მალე იქნეს გავლილი, რომ მალე გადაიგზავნოს ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში. 2-3 დღეში გასაჩივრდება ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში. საქართველოს მართლმსაჯულება ვერ გამოვიდა პოლიტიკური ზეწოლები და ბუნებრივია მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც სამართალთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არის ბრძოლა, რომელსაც არ უნდა დავნებდეთ და გავაგრძელოთ იქ, სადაც სამართალი არსებობს” – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ დასკვნით სხდომაზე გამოაცხადა.

სიახლეები

უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა – მადიარმა გაიმარჯვა

12 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული...

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...