მთავარისიახლეებიევროკომისია საქართველოს მიერ EU-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

ევროკომისია საქართველოს მიერ EU-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

Published on

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიური ანგარიში, სადაც შეფასებულია საქართველოს შესაძლებლობები აღოს ვალდებულებები ერვოკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. დოკუმენტში დეტალურადაა გაანალიზებული რას მიაღწია ქვეყანამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობსი კუთხით, რომელიც ევროკავშირის საერთო უფლებების და ვალდებულებების ერთობლიობას წარმოადგენს.

ანგარიში ეხება მართლმსაჯულებას, შიდა ბაზარს, კონკურენციის პოლიტიკას, მედიას, მწვანე პოლიტიკას, სოფლის მეურნეობასა და საგარეო ურთიერთობებს. ანგარიში დაფუძნებულია საქართველოსთვის გამოგზავნილ კითხვარზე მიღებულ პასუხებს.

ქვემოთ მოცემულია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” თარგმანი.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ზომიერად არის მომზადებული:

დაფუძნების უფლებასა და მომსახურების გაწევის თავისუფლებასთან დაკავშირებით;
კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების არეალში;
ეკონომიკურ და მონეტარული პოლიტიკაში;
საწარმოთა და სამრეწველო პოლიტიკის სფეროში;
მეცნიერებისა და კვლევის სფეროში;
განათლებისა და კულტურის სფეროში;
საბაჟო კავშირის სფეროში;
საგარეო ურთიერთობების სფეროში;
საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში.
აქვს მომზადების გარკევული დონე:

მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში საერთო უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად;
ახელმწიფო შესყიდვების სფეროში – თუმცა საჭიროა უფრო მეტად შეუსაბამოს საკანონმდებლო ბაზა ევროკავშირის კანონმდებლობას;
სტატისტიკის მხრივ – “სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, საქსტატს ჰყავს თანამშრომელთა შედარებით მცირე რაოდენობა და ხელფასების დონე არ შეესაბამება საჯარო სამსახურის სხვა სფეროებში მოხელეთა ხელფასებს. შედარებით შეზღუდულია ფინანსური და IT რესურსებიც”.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროში;
ომხმარებელთა დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში;
ციფრულ ტრანსფორმაციასა და მედის კუთხით;
ენერგეტიკულ სფეროში;
ტრანსევროპული ქსელების სფეროში;
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკის სფეროში;
ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკომისიის შეფასებით, საქართველო კონკურენციის პოლიტიკის სფეროში მომზადების ადრეულ ეტაპზეა. იგივე შეფასება აქვს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროს.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველო რეგიონული პოლიტიკის სფეროში მომზადების ადრეულ ეტაპზეა.

კომპანიების სამართლის სფეროს შეფასებისას აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცემ მხარი დაუჭირა საწყის ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივად გათანაბრებისთვის ბევრ სფეროში, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება უახლეს კანონმდებლობას. ასევე უნდა უზრუნველყოს ფინანსური და ადამიანური რესურსების შესაბამისი დონე ზედამხედველობის, გამოძიებისა და სანქციების ამოცანების შესასრულებლად.

სიახლეები

უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა – მადიარმა გაიმარჯვა

12 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში დაძაბულად მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული...

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...