მთავარისიახლეებისაზოგადოება"ბოლოს გამოგზავნილი წერილები მართლაც შემზარავია" - ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის წერილებს აქვეყნებს

“ბოლოს გამოგზავნილი წერილები მართლაც შემზარავია” – ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის წერილებს აქვეყნებს

Published on

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა Twitter-ზე მიხეილ სააკაშვილის წერილებს ავრცელებს. მესამე პრეზიდენტმა ანა ფოტიგას ორი წერილი გაუგზავნა, ერთში ის ფოტიგას მიმართავს, მეორეს კი ევროპარლამენტის სახელზე წერს.

მიხეილ სააკაშვილი წერილში მის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ევროპარლამენტარს დახმარებას სთხოვს.

“მე მიხეილ სააკაშვილისგან რამდენიმე წერილი მივიღე. ბოლოს გამოგზავნილი წერილები მართლაც შემზარავია. მადლობას ვუხდი ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო, ხვალ მის მდგომარეობასთან დაკავშირებით სასწრაფო დებატები გამართულიყო. მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა”, – წერს ანა ფოტიგა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხვალ, 2 თებერვალს, ევროპარლამენტში დებატები გაიმართება

სიახლეები

13-14 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, თოვა, ზღვაზე შტორმი – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის...

ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია – ექსპრემიერს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი...

აშშ-ში ირანის რეჟიმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებში სატვირთო შევარდა – არიან დაშავებულები

ლოს-ანჯელესში ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე სატვირთო მანქანის მძღოლი დემონსტრანტებში შევარდა. შედეგად ორი ადამიანი...

ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება ქართული სახელმწიფოსთვის განგრძობითი სირცხვილია-ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა....