მთავარისიახლეებიროდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი, ვხედავ, რომ ძმა მიკვდება - გიორგი სააკაშვილი

როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი, ვხედავ, რომ ძმა მიკვდება – გიორგი სააკაშვილი

Published on

კლინიკა “ვივა მედში” მივიდა მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილიც. ისიც ცდილობს გაარკვიოს დეტალები, გადაჰყავთ თუ არა მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში.

მან მედიასთან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სირცხვილია, ის მდგომარეობა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს ამყოფებენ.

“ემოციებზე ვარ ძალიან, ვინაიდან მეც ჯერ ბოლომდე არ ვარ გარკვეული, მაგიტომ მოვედი, რომ გავარკვიო. ჩვენ ვხედავთ, რომ დღითი დღე უარესდება და მართლა როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი, მართლა სირცხვილია, რა დღეში ამყოფებენ ადამიანს. ამიტომ, ჩვენ გავერთიანდებით, საზოგადოება და ჩვენ მიშას არ მოვაკვლევინებთ, მე ვიქნები გარანტი, ძმა მაგისი. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ზომიერი განცხადებები გამეკეთებინა, მაგრამ ამოვიდა უკვე ყელში ეს ყველაფერი, ვინაიდან ვხედავ, რომ ძმა მიკვდება”, – თქვა გიორგი სააკაშვილმა.

ცოტა ხნის წინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ კლინიკაში შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადასაყვანად. აღნიშნული ჯერ კლინიკას არ დაუდასტურებია.

მიხეილ სააკაშვილის პალატაში ამ წუთებში მისი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე იმყოფება.

სიახლეები

თავისუფლების მოედანი BBC-ის გამოძიებაზე- ვემზადებით საერთაშორისო გამოძიების უზრუნველსაყოფად

პარტია თავისუფლების მოედანი BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას ეხმაურება. მათი შეფასებით, ქიმიური იარაღის გამოყენება კაცობრიობის წინაშე...

ველით გამჭვირვალე გამოძიებას დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ბრალდებებზე-ჰიპერი

ჩვენც ახლახან ვნახეთ მედიაცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. თუ ეს დადასტურდა, მიუღებელი...

“ქართული ოცნება” BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებს

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ბიბისის“, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში, – ამის...

ელისაშვილი: ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია

  მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის. რისი ერთ-ერთი შემსრულებლები თქვენ ხართ. ბეჭედს არტყამთ...