მთავარისიახლეებივულოცავ ლევან ხაბეიშვილს, ვუსურვებ პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით - ნიკა მელია

ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს, ვუსურვებ პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით – ნიკა მელია

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

როგორ მელიამ აღნიშნა, ის პარტიაში რჩება.

“არჩევნები შედგა, არჩევნებს ჰყავს თავისი კონკრეტული გამარჯვებული, მე მას ვულოცავ ამ შედეგს. ვულოცავ კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილს, ვუსურვებ მას, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს, რაზეც მე და ათასობით ადამიანი საჯაროდ ვსაუბრობდით, ვუსურვებ პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით და მინდა ვიმედოვნო, რომ ის ამას მოახერხებს. არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ მე ამ ბრძოლაში ვრჩები, ვრჩები ბრძოლაში, რომელსაც შემოვუერთდი 2013 წლიდან და რა თქმა უნდა, ვიქნები ამ ბრძოლის ავანგარდში”, – თქვა ნიკა მელიამ.

ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება სამივე კონკურენტმა უკვე მიულოცა.

სიახლეები

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია. სოფელ ბარჯაშთან, ქვების სახით ჩამოსულმა მეწყერმა...

მან თქვა, რომ წინა ადმინისტრაციისგან ჩვენზე ბევრი ნეგატივი დახვდათ – ყაველაშვილი რუბიოზე

"ქართული ოცნებისა" და პირადად ოლიგარქ ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ იტალიაში საქმიანი საუბარი...

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები...

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...