მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩვენი გუნდი ამას უყურებს, როგორც პასუხისმგებლობას - ბეჟაშვილი

ჩვენი გუნდი ამას უყურებს, როგორც პასუხისმგებლობას – ბეჟაშვილი

Published on

“ეს გამარჯვება არ არის საზეიმო გამარჯვება ჩემთვის, ეს არის დიდი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება საკუთარი ამომრჩევლების წინაშე”, – ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ბეჟაშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას.

ბეჟაშვილის თქმით, პარტიის გაერთიანებისა და მისი კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, მუშაობა ხვალიდან დაიწყება.

“ეს გამარჯვება არ არის საზეიმო გამარჯვება ჩემთვის, ეს არის დიდი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, პარტიის წევრების წინაშე და ჩვენი გუნდი ამას უყურებს, როგორც პასუხისმგებლობას. ჩვენ არ ვაპირებთ აქ ზეიმს და ა.შ. ჩვენ ვაპირებთ უკვე ხვალიდან დავიწყოთ ამ პარტიის გაერთიანება, მათ შორის ყველა კანდიდატის და ჩვენ ერთობლივად უნდა დავსახოთ ის სტრატეგია, რომელიც პარტიას გამოიყვანს კრიზისიდან და ყველა პარტიის წევრს განაწყობს საბრძოლველად”, – თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ენმ-ის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52, 58% აიღო.

სიახლეები

თავისუფლების მოედანი BBC-ის გამოძიებაზე- ვემზადებით საერთაშორისო გამოძიების უზრუნველსაყოფად

პარტია თავისუფლების მოედანი BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას ეხმაურება. მათი შეფასებით, ქიმიური იარაღის გამოყენება კაცობრიობის წინაშე...

ველით გამჭვირვალე გამოძიებას დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ბრალდებებზე-ჰიპერი

ჩვენც ახლახან ვნახეთ მედიაცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. თუ ეს დადასტურდა, მიუღებელი...

“ქართული ოცნება” BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებს

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ბიბისის“, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში, – ამის...

ელისაშვილი: ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია

  მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის. რისი ერთ-ერთი შემსრულებლები თქვენ ხართ. ბეჭედს არტყამთ...