ხაზარაძე განაჩენს “აბსურდის თეატრს” უწოდებს

0
194

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილ განაჩენს აბსურდის თეატრს უწოდებს.

ხაზარაძე ამბობს, რომ ბოლომდე ბრძოლას აპირებს და საქმეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლე თადუმაძესთან წაიღებს, იმ მოსამართლესთან, რომელიც ხაზარაძე- ჯაფარიძე-წერეთლის საქმის დაწყების დროს, 4 წლის წინ გენერალური პროკურორი იყო.

“ლელოს” ლიდერი პირდაპირ ამბობს ეს არის სასამართლო, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, სწორედ ივანიშვილის მიერ დანიშნული მოსამართლეები გაასამართლებენ “ოცნების” ლიდერებს.

სამართლებრივი აბსურდი გრძელდება. ეს არის უპრეცენდენტო რამ. ჯერ მინდა ვუთხრა იმ საზოგადოებას, რომელიც 4 წელია ამ დადგმულ სპექტაკლს უყურებს, რომ ის, რაც პირველი ინსტანციის და ახლა უკვე სააპელაციომ დაადასტურა, არის სამართლებრივი აბსურდი. გევდავებიან იმ საქმეზე, რომელზეც განხილვა არ ყოფილა, რომელზეც პროკურატურას წერილობით აქვს დადასტურებული, რომ მათ ამაზე პრეტენზია არ გააჩნიათ და მესამე, არც გაანგვიხილავს და არც გვიკამთია ამ საკითხზე, რაზედაც ახლა ჩვენ ბრალს გვდებენ. და ბოლოს, აბსოლუტურად ნონსენსია, რომ ბრალდება წარგვიდგინა მოსამართლემ და არა პროკურატურამ. ეს არც ერთ კანონში არ წერია. და ეს დღეს ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილმა მონებმა გაიმეორეს თუთიყუშივით.

განვმარტავ, რომ სასამართლომ სიტყვა ვერ თქვა, რომ ფულის გათეთრებას ჰქონდა ადგილი. ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ არ ვართ საპყრობილეში ნიშნავს, რომ აბსურდული საქმე ფული გათეთრებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია. და ის, რაც ორივე ინსტანციამ გამაოცხადა, კიდევ ვიმეორებ, რომ არის სამართლებრივი ნონსენსი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა.

ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ აქ იმიტომ ვდგავართ და იმიტომ არ ვართ პასუხისგებაში მიცემული, რომ ეს იყო ხანდაზმული სარჩელი, არა მეგობრებო! კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ მოსამართლე არევაძემ წარგვიდგინა ბრალდება და შემდეგ უკვე სააპელაციოში ეს საქმე გააგრძელა მოსამართლე ჯორბენაძემ. ეს არის სასამართლო, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა და გადმოიბარა წინა ხელისუფლებისგან. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს მოსამართლეები გაასამართლებენ „ქართული ოცნების“ ლიდერებს.

პრორუსული სახე გამოაჩინა “ოცნებამ” და ანაკლიის გაჩერება იყო ამის პირველი ნიშანი. წყალი არ გაუვა, რომ ჩვენ გვყავს პრორუსული ხელისუფლება. მივმართავ ყველას, ბიზნესმენებო არ დაგაშინონ არავინ! ბრძოლა გაგრძელება ბოლომდე და უზენაესში გავასაჩივრებთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე. მივდივართ უზენაესში მოსამართლე თადუმაძესთან, რომ გაგვასამართლონ. სწორედ თადუმაძე იყო გენერალური პროკურორი მაშინ, რომელმაც დაიწყო ეს საქმე და ახლა მივდივართ მასთან, როგორც მოსამართლესთან. ეს არის აბსურდის თეატრი. მაგრამ, მე და ბადრი ჯაფარიძემ გადავწყვიტეთ, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე”, – ამბობს ხაზარაძე.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთელის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოსგანკვალიფიკაციის შეცვლას და სამივე პირის ე.წ. ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნობას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი გამამართლებელ განაჩენს ელოდებოდნენ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც მათ პროკურატურა ედავებოდა.

გასული წლის 12 იანვარს მოსამართლე გიორგი არევაძემ თითოეულ მათგანს სასჯელის სახით 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა სისხლისსამართლებრივი საქმის ხანდაზმულობის გამო სამივე მათგანი სასჯელისგან გათავისუფლდა.

წინა სტატიაგიორგი მუმლაძის გამარჯვების შემთხვევაში ენმ-ის გენერალური მდივანი დავით სააკაშვილი იქნება
შემდეგი სტატიამოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უპასუხოს EU-ს 12 რეკომენდაციას – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური