მთავარისიახლეებითუ რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგება და უსაფრთხოების რისკები გაიზრდება, უკრაინელების ევაკუაციას არ...

თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგება და უსაფრთხოების რისკები გაიზრდება, უკრაინელების ევაკუაციას არ გამოვრიცხავთ – კასიანოვი

Published on

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი არ გამორიცხავს ქვეყნიდან მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი საჰაერო ფრენების აღდგენისა და რუსების მასიური ნაკადის საქართველოში შესვლის შემდეგ.

ამ თემაზე მან “Европейской правда”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეს განიხილება უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

“პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ დღეს საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში”, – განაცხადა კასიანოვმა.

კასიანოვმა აღნიშნა, საქართველოში დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების შესვლის გამო, უსაფრთხოდ ყოფნის საფრთხის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, საელჩო ყველანაირად უწყობს ხელს უკრაინის მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ “საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება”. მან ქართული ოცნება შეაქო იმისთვისაც, რომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ლავროვის განცხადებებს “ქართული ოცნების” ლიდერები კმაყოფილებით შეხვდნენ და თქვეს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა “მისასალმებელი იქნება”.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...