არ მოუსმინით მათ არგუმენტებს, ვინც ამბობს, რომ კიევში იარაღის გაგზავნა ომის ესკალაციას გაოიწვევს – ჯონსონი

0
176

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდება რუსეთთან ომის ესკალაციას არ გამოიწვევს.

“არ მოუსმინოთ იმ ადამიანების არგუმენტებს, ვინც ესკალაციაზე საუბრობს. დასავლეთში ხალხი ღელავს, რომ უკრაინისთვის იარაღის გადაცემა ესკალაციას გამოიწვევს. მე ვიყავი ბუჩაში. როგორ უნდა გამოვიწვიოთ ჩვენ დაპირისპირება იქ, სადაც ერთი მხარე უკვე იყენებს ყველაზე განვითარებულ თანამედროვე თვითმფრინავებს საცხოვრებელი კორპუსების დასაბომბად?”, – თქვა ჯონსონმა.

ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ “საკუთარი თავი NATO-ში უნდა ეძიოს”, რადგან ალიანსში არყოფნამ ბოლო 80 წლის განმავლობაში ევროპაში ყველაზე მძიმე ომი გამოიწვია.

ჯონსონის თქმითვე, უკრაინასთან მთელი მსოფლიო ვალშია, რადგან ის იბრძვის ყველასთვის, ვინც პოტენციურად, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინის აგრესიის მსხვერპლი გახდეს.

“უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის და ბრიტანელი ხალხი მას 100%-ით მხარს ჭერს. ჩვენ, თქვენი მეგობრები, დაგეხმარებით ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოთ, რადგან ეს იქნება საუკეთესო რამ მსოფლიოსთვის, რათა ხალხი არ დაიღუპოს, და ეს იქნება საუკეთესო რამ უკრაინისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, რუსი ხალხისთვისაც. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკრაინას უნდა მივაწოდოთ ტანკები. ვამაყობ, რომ დიდი ბრიტანეთი არის პირველი ქვეყანა, რომელმაც კიევს Challenger-ის ტიპის ტანკები გადასცა და ჩვენ ველით ტანკებს სხვა ქვეყნებიდანაც. ჩვენ გვინდა თვითმფრინავები უკრაინელი ხალხისთვის და გვჭირდება უკეთესი აღჭურვილობა, ყველა ტიპის იარაღი, რომელიც უკრაინას თავდაცვაში დაეხმარება”, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, 22 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი კიევის რეგიონის ქალაქებში, ბუჩასა და ბოროდიანკაში იმყოფებოდა.

წინა სტატიასამწუხაროა, როდესაც სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს – კობახიძე
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტი პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამას იწყებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური