გამოძიების ვერსიები და დაჭრილების მდგომარეობა – საგარეჯოს ტრაგედიის ექო

0
273

საგარეჯოში 20 იანვარს, გვიან ღამით მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც ხუთი მშვიდობიანი მოპქალაქე ემსხვერპლა, მკვლელმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. 

გამოძიება რამდენიმე ვერსიას ამუშავებს, მათ შორის, შურისძიების მოტივიცაა. კონკრეტულად, არსებობს ჩვენებები, რითაც დასტურდება, რომ კონფლიქტს წინ უძღოდა სიტყვიერი კამათი ერთ-ერთ მოკლულსა და მკვლელს შორის, რის შემდეგაც ნოდარ ათუაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით თავისი ბინიდან სროლა დაიწყო და ხუთი ადამიანი მოკლა. 

ამ ვერსიის თანახმად, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ნოდარ ათუაშვილმა ოჯახი, სადაც სუფრა იყო გაშლილი, დატოვა და სახლში წავიდა, სუფრა დატოვეს და ეზოში გადაინაცვლეს მეზობლებმაც, სადაც სუფრასთან მომხდარი კონფლიქტის ხმამაღლა განხილვა გააგრძელეს, რის შემდეგაც ნოდარ ათუაშვილი ისევ ეზოში ჩავიდა, თუმცა, მალევე თავის ბინაში აბრუნდა.

ეზოში მყოფმა რამდენიმე პირმა ათუაშვილს ეზოდანაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და რამდენჯერმე შეაგინა, მათ შორის, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს მისი ყოფილი ცოლი. წყაროს ცნობით, ჩვენებაში აღნიშნულია, რომ ეზოდან ამოსულმა ნოდარ ათუაშვილმა, ბინაში შესვლის შემდეგ ხმამაღლა თქვა ფრაზა: “ახლა ამათ მოვუ**ვ კარგის ტ**ს!”, რის შემდეგაც თავდაპირველად “მოლოტოვის კოქტეილები” გადაყარა აივნიდან, შემდეგ კი ავტომატი აიღო, აივანზე გავიდა და დამიზნებით ესროლა ჯერ იმ პირს, ვისთანაც შეკამათება მოუვიდა, შემდეგ კი დანარჩენებს, ვინც სასიკვდილოდ დაჭრილ ახალგაზრდას მიუახლოვდა და ვინც კორპუსის უკანა მხარეს, ერთ-ერთ სუპერმარკეტს შეაფარა თავი.

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით,  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.

ჯეო ჰოსპიტლის საგარეჯოს მრავალპროფილური კლინიკის ექიმის ინფორმაციით, საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის ბიჭის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ კიდევ ორი დაჭრილის მდგომარეობას, ექიმის თქმით, ისინი მკურნალობას პალატაში განაგრძობენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ახლა ამათ მოვუ** კარგის ტრ**-ს!” – რა კონფლიქტი უძღოდა წინ სროლის დაწყებას საგარეჯოში

წინა სტატიაუკრაინამ რუს ოკუპანტთა შეტევები 10 დასახლებაში მოიგერია – გენშტაბი
შემდეგი სტატიადამატებითი ძალები შეიყვანეს, თავიანთი სამხედროების ცხედრებს ნაღმავენ – გაიდაი ოკუპანტებზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური