საგარეჯოში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

0
216

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგარეჯოში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

უწყების ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

ამასთან, საგარეჯოში სპეცოპერაცია დასრულებულია და ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა

წინა სტატიარა უნდა ვიცოდეთ ომის 331-ე დილას – სად რა ხდება უკრაინაში
შემდეგი სტატიასაგარეჯოში მოკლული პოლიციელი 38 წლის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური