მთავარისიახლეებიდაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელი იყო, მისი სიცოცხლის გადასარჩენად, უნდა გათავისუფლდეს - თოიძე

დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელი იყო, მისი სიცოცხლის გადასარჩენად, უნდა გათავისუფლდეს – თოიძე

Published on

ცენტრ “ემპათიას” ნევროლოგი, ოთარ თოიძე ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელი გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების პროცესზე ჩვენებას აძლევს.

ოთარ თოიძემ ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნები წაიკითხა და თქვა:

“პირველი – დაპატიმრებამდე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელი იყო. მეორე – მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ნევროლოგიური სტატუსი და ზოგადად, ჯანმრთელობის მდგომარება უნდა შეფასდეს, როგორც მძიმე”,- თქვა თოიძემ.

თოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ნერვული სისტემების დაზიანების სიმძიმის კრიტერიუმები სრულ შესაბამისობაშია კრიტერიუმებთან, რომელიც ჩამოთვლილია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში, რომელიც მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების წარდგენის საფუძველია.

თოიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი ვერ იღებს საჭირო მკურნალობას, მისი მდგომარეობა კი მძიმდება.

“მსჯავრდებული სააკაშვილი მძიმედ არის დაავადებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება, მან დღემდე განვლილი 14 თვის განმავლობაში ვერ მიიღო სრულყოფილი, ადეკვატური სამედიცინო დახმარება, რომლის ორგანიზება პატიმრობის პირობებში შეუძლებელია. ეს გარემოება შეუძლებელს ხდის მის გამოჯანმრთელებას, შეუთავსებელი პატიმრობასთან და ამავდროულად ხელს უშლის სასჯელის მოხდას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისა და სრულყოფილი კლინიკური გამოკვლევისათვის და თერაპიისათვის, განთავისუფლებული უნდა იყოს სასჯელის შემდგომო მოხდისგან”, – თქვა თოიძემ.

ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე “ემპათიას” ექსპერტები დაიკითხებიან.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...