სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ხელფასის ზრდას ითხოვენ

0
198

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მესამე დღეა აქციას მართავენ და ხელფასის ზრდას ითხოვენ. პროტესტის მონაწილეებმა გუშინდელი ღამეც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში გაათენეს.

აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას მანამდე არ აპირებენ ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება – ისინი ხელფასის 100%-იან მატებას ითხოვენ.

“ჩვენ გადავედით უწყვეტი აქციის რეჟიმში, ვინაიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, 8-9 თვეა ქუჩაში ვიმყოფებით, არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. მიუღებელი იყო ის ფაქტიც, რომ ბატონმა მინისტრმა ბრძანა, რომ არ იქნებოდა სწორი გაიზარდოს სასწრაფო დახმარებისთვის, იმიტომ, რომ 7 სსიპ არის მათაც შემდეგ მოუნდებოდათ გაზრდა”, – ამბობს გიორგი ბოსტოღანაშვილი, სასწრაფოს ექიმი.

აქცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

წინა სტატიადღეს სტრასბურგი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
შემდეგი სტატიაუკრაინელებს სჭირდებათ და იმსახურებენ ჩვენ მხარდაჭერას – შარლ მიშელი კიევში მიემგზავრება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური