მთავარისიახლეებიუკრაინა ბროვარში ავიაკატასტროფის ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავს - დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

უკრაინა ბროვარში ავიაკატასტროფის ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავს – დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

Published on

სამართალდამცავები კიევის რეგიონში, ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავენ. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა.

„ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტები მუშაობენ. მიმდინარეობს სასწრაფო საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის განვიხილავთ ვერტმფრენის ავარიის ყველა შესაძლო ვერსიას. წინასწარი გამოძიება SBU-ს [უკრაინის უსაფრთხოების სამსახური] დაევალა.” თქვა პროკურორმა.

კოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმე მისი პირადი კონტროლის ქვეშაა.

ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია. დაშავებულია 29 ადამიანი, რომელთა შორის, 15 ბავშვია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავიაკატასტროფას ემსხვერპლა უკრაინის შს მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იურა ლუბკოვიჩი.

ვერტმფრენი საბავშვო ბაღის სიახლოვეს ჩამოვარდა.

სიახლეები

რა ხდება მოსკოვში, ბალაშიხაში, სადაც დიდი ქიმიური ქარხანა იწვის [ვიდეო]

მოსკოვში ცეცხლი გაჩნდა ბალაშიხას ქიმიურ ქარხანაში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია რუსეთში. ხანძრის კერა, სავარაუდოდ, საწყობში...

არა მგონია, წალენჯიხაში მოეწონოთ, ტრუსიკიანმა კაცმა “ფერარით” რომ გაიშხუილა – არქიმანდრიტი დოროთე

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი წალენჯიხაში კახა კალაძის ჩასვლაზე საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა და ამასთან დაკავშირებით...

რუსეთის იერიშებს ზაპოროჟიესა და დნეპრზე მსხვერპლი მოჰყვა

ზაპოროჟიეში რუსული შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაიჭრა, დაჭრილთა შორის ბავშვიცაა. უხელ რუსეთის სამიზნე...

მოგიწოდებთ, სახე შეინარჩუნოთ – ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს

მოგიწოდებთ, სახე შეინარჩუნოთ,- ასე მიმართა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს. ადვოკატმა...