ის იყო მთელი ეპოქა, ბედნიერებაა, რომ ის არსებობდა ჩემ ცხოვრებაში – გორდონი ბუბა კიკაბიძეზე

0
218

ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონიც. ის ამბობს, რომ კიკაბიძე სამართლიანობის მხარეს იყო და ის თავის ვალად თვლიდა მესამე პრეზიდენტის მხარდაჭერას.

“ლეგენდარული ბუბა ჩემთვის არა მხოლოდ მეგობარი იყო, არამედ ის იყო მთელი ეპოქა, ვახტანგ კიკაბიძე სამართლიანობის მხარეს იყო. როცა 2008-ში რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, მას იუბილე ჰქონდა და რუსეთში ორდენი უნდა გადაეცათ, მაგრამ მან უარი თქვა და განაცხადა, რომ მისი ფეხი აღარ იქნებოდა რუსეთში, თქვა და გააკეთა კიდეც. როცა ციხეში ჩასვეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის, ის მის მხარდასაჭერად გამოდიოდა, ითხოვდა, მოითხოვდა მის გათავისუფლებას. მერე კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან ჩამოვიდა თხოვნით, რომ ყველაფერი გაეკეთებინა სააკაშვილის გადასარჩენად, მისთვის ფრენა უკვე ძალიან მძიმე იყო მაგრამ ის თავის ვალად თვლიდა სააკაშვილის მხარდაჭერას, უკეთილშობილესი ადამიანი, ძალიან ვწუხვარ მის გარდაცვალებას, ბედნიერებაა რომ ის არსებობდა ჩემ ცხოვრებაში”, – თქვა გორდონმა.

მსახიობი და მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაიცვალა.

წინა სტატიაკიკაბიძის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება კულტურის ისტორიაში – ფაშინიანი
შემდეგი სტატიაომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ, მნიშვნელოვანია, უკრაინას მივაწოდოთ იარაღი – სტოლტენბერგი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური