მთავარისიახლეებიმსოფლიოდნეპრის დაბომბვისას დაჭრილთა რაოდენობა 60-ზე მეტია, მათ შორის 12 ბავშვია

დნეპრის დაბომბვისას დაჭრილთა რაოდენობა 60-ზე მეტია, მათ შორის 12 ბავშვია

Published on

დნეპრის მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობის თანახმად, ბომბდამშენ Ту-22м3 -იდან გაშვებული Х-22 ტპის რაკეტა მოხვდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნგრევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილთა რიცხვი კი 60-მდე გაიზარდა. 

მაშველები დანგრეულ კორპუსში ამ დრომდე მუშაობენ და ხალხის გამოყვანას ცდილობენ. გადარჩენილები მაშველებს ტელეფონის ფარნების მეშვეობით ატყობინებენ თავიანთ ადგილმდებარეობას. დნეპრში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. 

სარაკეტო შეტევა უკრაინის ქალაქების მიმართულებით, თბილისის დროით, ნაშუადღევს დაიწყო. რუსმა ოკუპანტებმა ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს უკრაინის ქალაქებს. რაკეტები დაეცა ხარკოვის, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის, ზაპოროჟიის, ვინიცის, კიევის ოლქებში. რეგიონების უმრავლესობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

🔻 როგორ ვითარდებოდა რუსული სარაკეტო შეტევა დღის განმავლობაში და რა მადგომარეობაა ამ დროისთვის, წაიკითხეთ “ოდიშინიუსზე”:

 

38 რუსული რაკეტიდან 25 უკრაინელმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს – სარაკეტო შეტევის შედეგები

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...