მთავარისიახლეებიმსოფლიო38 რუსული რაკეტიდან 25 უკრაინელმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს - სარაკეტო შეტევის შედეგები

38 რუსული რაკეტიდან 25 უკრაინელმა მეზენიტეებმა ჩამოაგდეს – სარაკეტო შეტევის შედეგები

Published on

უკრაინის ერთერთი უდიდესი ქალაქი დნეპრი რუსული სარაკეტო შეტევების სამიზნე გახდა. ერთი რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.

დაბომბვის შედეგად დაღუპულია მინიმუმ, 5 ადამიანი, დაშავდა 27, მათ შორის არიან ბავშვებიც. მაშველები ნანგრევებიდან ხალხის ამოსაყვანად ამ დრომდე მუშაობენ. ნანგრევებში ჩარჩენილი, გადარჩენილი კორპუსის მაცხოვრებლები მობილური ტელეფონების ფარნების მეშვეობით ატყობინებენ მაშველებს თავიანთ ადგილსამყოფელს.

სარაკეტო დარტყმა ცოტა ხნის წინ განხორციელდა ასევე კრივოი როგზე, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. 

მომხდარს ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა, ვინც დაკავშირებულია ამ ტერორისტულ აქტთან, აუცილებლად აგებს პასუხს.

სარაკეტო დარტყმების შესახებ ანგარიში ვალერი ზალუჟნიმაც გამოაქვეყნა: რუსეთმა უკრაინის მიმართულებით Х-101/Х-555 ტიპის რაკეტები, კასპიის ზღვის არეალიდან, სტრატეგიული ბომბდამშენით Ту-95мс გაუშვა. სულ გაშვებული იყო საზღვაო და საჰაერო ბაზირების 23 რაკეტა. 

ამასთან, გამანადგურებლებიდან Су-35 გაშვებულია Х-59 ტიპის 5 რაკეტა. 

ასევე ხუთი Х-22 ტიპის რაკეტაა გაშვებული ბომბდამშენ Ту-22м3 -იდან (სწორედ ერთ-ერთი ასეთი რაკეტა მოხვდა დნეპრში მრავალსართულიან კორპუსს). 

საღამოს რუსმა ოკუპანტებმა ისევ განაახლეს სარაკეტო შეტევები და Х-59 მართვადი ხუთი რაკეტა გაუშვეს უკრაინის ქალაქების მიმართულებით, აქედან 4 უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ჩამოაგდეს. 

საერთო ჯამში, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 38 რაკეტიდან 25-ის ჩამოგდება შეძლეს. 

სიახლეები

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...

ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერესებს სტრაზბურგის სასამართლოში TI დაიცავს

26 ივნისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) მორიგი საჩივარი გააგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის...

ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა,სადაც ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართავს...

შეშფოთებულნი ვართ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო – აშშ-ს საელჩო

აშშ-ს საელჩო საქართველოში, რადიო თავისუფლების შეკითხვების პასუხად გაგზავნილ წერილობით განცხადებაში წერს, რომ შეშფოთებულები არიან...