ჯანმო: COVID 19-ის ახალი საფრთხის გამო, მგზავრებმა ფრენისას პირბადე ისევ უნდა ატარონ

0
177

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მგზავრებს მოუწოდებს, შორ მანძილზე ფრენებისას პირბადე კვლავ გამოიყენონ. მიზეზად, კი COVID 19-ის ახალი ვარიანტის გავრცელების საფრთხეს ასახელებენ.

ჯანმოს ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ომიკრონის უახლოესი ქვევარიანტი სწრაფად ვრცელდება. ევროკავშირის ინტეგრირებული პოლიტიკური კრიზისზე რეაგირების ჯგუფი, ჩინეთიდან ჩასული მგზავრების ტესტირების და ნიღბების საჭირობაზე საუბრობს.

ათზე მეტი ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისგან კოვიდტესტირებასაც ითხოვს.

წინა სტატიარუსეთის ომბუდსმენის თქმით, უკრაინასთან 40 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიარუსეთმა ომში დაახლოებით 113 990 სამხედრო და 3 094 ტანკი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური