უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენები ერთმანეთს შეხვდნენ. მხარეებს შორის მოლაპარაკება თურქეთში, ანკარაში, ომბუდსმენთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. საერთაშორისო კონფერენციას უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი ხელმძღვანელობს.
“ჩვენ განვიხილეთ ჰუმანიტარული საკითხების ფართო სპექტრი და საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ადამიანის უფლებათა დახმარების გაწევასთან”, – თქვა ლუბინეცმა.