მთავარისიახლეებისაზოგადოებამესამე მსოფლიო ომი არ იქნება, უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას ჩვენს მიწაზე- ზელენსკი

მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას ჩვენს მიწაზე- ზელენსკი

Published on

“არ იქნება მესამე მსოფლიო ომი, ეს არ არის ტრილოგია” – ამ სიტყვებით მიმართა ოქროს გლობუსის დაჯილდოების მაყურებელს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ. ინფორმაციას ზელენსკის სიტყვით გამოსვლის შესახებ, უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოცემები წერენ, რომ დარბაზში ჩართეს ზელენსკის ვიდეომიმართვა, რომლის დასაწყისში მან გაიხსენა პირველი „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოება. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას თავის მიწაზე.

”მეორე მსოფლიო ომი ჯერ დასრულებული არ იყო, მაგრამ ტალღა შემობრუნდა, ყველამ იცოდა, ვინ გაიმარჯვებდა. წინ ჯერ კიდევ იყო ბრძოლები და ცრემლი, სწორედ მაშინ გამოჩნდა ოქროს გლობუსის დაჯილდოება 1943 წლის საუკეთესო შემსრულებლების პატივსაცემად… ახლა 2023 წელია, ომი უკრაინაში ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ სიტუაცია იცვლება. და უკვე გასაგებია ვინ გაიმარჯვებს. წინ ჯერ კიდევ ბრძოლები და ცრემლებია, მაგრამ ახლა მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, ვინ იყო საუკეთესო წინა წელს, ეს თქვენ იყავით. თავისუფალი სამყაროს თავისუფალი ხალხი. ვინც გაერთიანდა თავისუფალი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად თავისუფლებისთვის ჩვენს საერთო ბრძოლაში. მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, ეს არ არის ტრილოგია. უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას ჩვენს მიწაზე“,- თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტი მსახიობმა და რეჟისორმა შონ პენმა წარადგინა. ის ზელენსკის გასული წლის ნოემბერში შეხვდა კიევში.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...